Saturday, November 7, 2009

ჩვენი პირველი ექსპერიმენტი

მიზანი: დააკვირდე ნივთიერების გარდაქმნას
მასალა: ორი თეფში,ორი პატარა კოვზი,მარილი,სოდა,ძმარი.

 

სამუშაოს მსვლელობა: აიღე ორი თეფში.ერთ თეფშზე დაყარე ერთი კოვზი მარილი,ხოლო მეორე თეფშზე იგივე რაოდენობის სოდა. თეფშების კიდეზე (ისე რომ მარილს და სოდას არ შეერიოს)დაასხი ცოტაოდენი ძმარი.შემდეგ კოვზით შეაერთე ნივთიერებები ერთმანეთთან(მარილი და ძმარი;სოდა და ძმარი).
აღწერე რა მოხდა პირველ შემთხვევაში და რა მოხდა მეორე შემთხვევაში?
შენი აზრით რომელ თეფშზე მოხდა ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორე ნივთიერებად?
რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს?

No comments:

Post a Comment