Saturday, November 7, 2009

მესამე ექსპერიმენტი




 რომელი საერთო ქიმიური რეაქციის ნიშნები ახლავს ბუნებრივ და ჩვენ მიერ გაკეთებულ ხელოვნურ  ვულკანს?












                                       გინდა სახლში დაამზადო ვულკანი?
       თუ კი,გააკეთე
პრაქტიკული სამუშაო:
მიზანი:ქიმიური რეაქციის ნიშნებისა და პირობების შესწავლა.
მასალა:სოდა, ძმარი,პლასტილინი,ჭარხლის წვენი,ჭიქა,კოვზი,ლანგარი.
სამუშაოს მსვლელობა:აიღე ორი ნაჭერი პლასტილინი.ერთი გააბრტყელე და მოამზადე "ვულკანის ძირი".მეორე ნაჭრისგან დაამზადე კონუსის ფორმის მთა.მთის შუაგული ისე ჩააღრმავე,რომ მასში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაეტიოს."მთა" მჭიდროდ მიამაგრე "მთის ძირს" და განიერ ლანგარზე მოათავსე.
  მოამზადე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი ჭარხლის წვენის ნარევი.მოათავსე ნარევი კონუსის ღრუში . ფრთხილად დაასხი ერთი ჩაის კოვზი ძმარი.
დააკვირდი პროცესს.
აღწერე , რა ნიშნები ახლავს ვულკანის "გაცოცხლებას".
                                                             კონკურსი
გადავიღოთ ჩვენი ცდა,დავდოთ ბლოგზე ,დავათვალიეროთ ჩვენი თანაკლასელების მიერ გაკეთებული ვულკანი,კომენტარებით შევაფასოთ ერთმანეთის ნამუშევარი და გამოვამჟღავნოთ გამარჯვებული-შევაფასოთ 10 ქულიანი სისტემით.

No comments:

Post a Comment