Thursday, February 11, 2010

მცენარეთა მრავალფეროვნება

ცხოველები ცოცხალი ორგანიზმებია, რადგან :
გრძნობენ, მოძრაობენ და იზრდებიან;
იღებენ საკვებს და ჟანგბადს;
გამოყოფენ ნარჩენებს;
მრავლდებიან.
მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმებია.ჩვენ ამის თქმა მასზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია.
მცენარეს შეუძლია შეიგრძნოს სინათლე და გადაიხაროს მისკენ და არა მარტო:






მცენარეები იკვებებიან და გამოყოფენ ნარჩენებს, მაგალითად ჟანგბადს;

მცენარე მრავლდება , თესლიდან ახალი მცენარე იზრდება.









ფოთოლი
როგორი ფოთლები გინახავთ?
ფოთოლი შეიძლება იყოს გრძელი და ვიწრო,ოვალური,გულის ფორმის,დაკბილული კიდეებით,გაშლილი ხელის ფორმის,ფრინველის ფრთის მსგავსი დასხვა.
ნახეთ სურათები სხვადასხვა ფოთლის და შეადარეთ მათი ზომა და ფორმა ერთმანეთს:


ფოთლის უმრავლესობას აქვს ყუნწი და ფოთლის ფირფიტა.ფოთლის ფირფიტაზე კარგად ჩანს უამრავი მსხვილი და წვრილი ხაზები.ეს ძარღვებია.
ფოთლის ყუნწსა და ძარღვებში არის პაწაწინა მილები,რომლებშიც მოედინება ფესვების მიერ ნიადაგიდან შთანთქმული წყალი და მარილები.წვრილი ძარღვების დახმარებით ეს ნივთიერებები ფოთლის ყველა ნაწილს მიეწოდება.



ბოსტნეული

1 comment:

  1. How to Play Baccarat - FBCasino.com
    Learn how to 메리트 카지노 쿠폰 play Baccarat online. Learn how 제왕카지노 to play baccarat for real money and win big prizes in casinos worldwide. febcasino

    ReplyDelete