გაინტერესებს როგორ განლაგდებიან შაქრის მოლეკულები წყალში?
უყურე ამ ვიდეოს და დააკვირდი იმ მოდელებს, რომლითაც ხდება წყლის და შაქრის მოლეკულების წარმოდგენა.
რა ფერის მოდელით-ბურთულით არის გაკეთებული წყლის მოლეკულა?შაქრის მოლეკუა?
როგორ ფიქრობ წარიმართა რეაქცია წყალსა და შაქარს შორის?
მიიღება ახალი ნივთიერება?
დააკვირდი შენი თანატოლის მიერ გაკეთებულ ცდას და გამნოთქვი შენი აზრი:
წარიმართა რეაქცია სოდას და ძმარს შორის? წარმოიქმნა ახალი ნივთიერება?
დაასაბუთე შენი მოსაზრება
ნარევისაგან განსხვავებით , ნაერთში ელემენტები თვისებებს არ ინარჩუნებენ.
გავიხსენოთ
უყურე წყლის წვეთის თავგადასავალს, რომელიც თქვენთვის მე-8 კლასის მოსწავლემ
შექმნა:
რა ცვლილებებს განიცდის ნივთიერება წყალი ?
აირჩიე სწორი პასუხი:წყლის აგრეგატული მდგომარეობის შეცვლით
1. იცვლება მოლეკულა და შესაბამისად წარმოიქმნება ახალი ნივთიერება
2.იცვლება მოლეკულებს შორის მანძილი ,ნივთიერება -წყალი არ იცვლება
მზის სითბოს ზემოქმედებით დედამიწის ზედაპირიდან წყლის აორთქლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. აორთქლებული წყალი ატმოსფეროში მაღლა ადის, იქ კონდენსირდება და ნალექის სახით უკანve ბრუნდება. ამ წრებრუნვას წყლის ციკლს უწოდებენ .
რა ფიზიკური მოვლენებია ნაჩვენები სურათზე?
მე-6 კლასი
Saturday, April 17, 2010
Sunday, April 4, 2010
Wednesday, March 31, 2010
Wednesday, March 24, 2010
პროექტის პრეზენტაცია
"ვულკანის გაცოცხლება"
ორი ჯგუფი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ იგივე სკოლის უფროს კლასელიბი.მათ მიერ იყო შემუშავებული პრეზენტაციის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები :
1. საინტერესო ინფორმაციის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემა
2.ეფექტურობა- თვალსაჩინოება
3.კომუნიკაბელურობა- ურთიერთობა აუდიტორიასთან
გინდა სახლში დაამზადო ვულკანი?
თუ კი,გააკეთე პრაქტიკული სამუშაო:
მიზანი:ქიმიური რეაქციის ნიშნებისა და პირობების შესწავლა.
მასალა:სოდა, ძმარი,პლასტილინი,ჭარხლის წვენი,ჭიქა,კოვზი,ლანგარი.
სამუშაოს მსვლელობა:აიღე ორი ნაჭერი პლასტილინი.ერთი გააბრტყელე და მოამზადე "ვულკანის ძირი".მეორე ნაჭრისგან დაამზადე კონუსის ფორმის მთა.მთის შუაგული ისე ჩააღრმავე,რომ მასში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაეტიოს."მთა" მჭიდროდ მიამაგრე "მთის ძირს" და განიერ ლანგარზე მოათავსე. მოამზადე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი ჭარხლის წვენის ნარევი.მოათავსე ნარევი კონუსის ღრუში . ფრთხილად დაასხი ერთი ჩაის კოვზი ძმარი. დააკვირდი პროცესს. აღწერე , რა ნიშნები ახლავს ვულკანის "გაცოცხლებას".

Monday, March 15, 2010
მოვლენა
რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში ხვდება სხეულები?
ნაწილაკების განლაგება მყარ, თხევად და აირად ნივთიერებებში:
რა ემართება ნივთიერებას ფიზიკური მოვლენის დროს?
რა ემართება ნივთიერებას ქიმიური მოვლენის დროს?

Thursday, February 25, 2010
Thursday, February 11, 2010
მცენარეთა მრავალფეროვნება
ცხოველები ცოცხალი ორგანიზმებია, რადგან :
გრძნობენ, მოძრაობენ და იზრდებიან;
იღებენ საკვებს და ჟანგბადს;
გამოყოფენ ნარჩენებს;
მრავლდებიან.
მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმებია.ჩვენ ამის თქმა მასზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია.
მცენარეს შეუძლია შეიგრძნოს სინათლე და გადაიხაროს მისკენ და არა მარტო:
მცენარეები იკვებებიან და გამოყოფენ ნარჩენებს, მაგალითად ჟანგბადს;
მცენარე მრავლდება , თესლიდან ახალი მცენარე იზრდება.
ფოთოლი
როგორი ფოთლები გინახავთ?
ფოთოლი შეიძლება იყოს გრძელი და ვიწრო,ოვალური,გულის ფორმის,დაკბილული კიდეებით,გაშლილი ხელის ფორმის,ფრინველის ფრთის მსგავსი დასხვა.
ნახეთ სურათები სხვადასხვა ფოთლის და შეადარეთ მათი ზომა და ფორმა ერთმანეთს:
ფოთლის უმრავლესობას აქვს ყუნწი და ფოთლის ფირფიტა.ფოთლის ფირფიტაზე კარგად ჩანს უამრავი მსხვილი და წვრილი ხაზები.ეს ძარღვებია.
ფოთლის ყუნწსა და ძარღვებში არის პაწაწინა მილები,რომლებშიც მოედინება ფესვების მიერ ნიადაგიდან შთანთქმული წყალი და მარილები.წვრილი ძარღვების დახმარებით ეს ნივთიერებები ფოთლის ყველა ნაწილს მიეწოდება.
ბოსტნეული

Subscribe to:
Posts (Atom)