Tuesday, January 12, 2010

ინტერაქტიული თამაშები ბუნებისმეტყველებაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:



ასტრონომია – ციური სხეულები და კოსმოსური მოვლენები;

ბიოლოგია – სიცოცხლე და ცოცხალი ბუნება;

გეოგრაფია – დედამიწის გეოგრაფიული გარემო;

გეოდეზია – დედამიწის ფორმები და ზომები;

გეოლოგია – დედამიწის აგებულება და შედგენილობა;

კოსმოლოგია – სამყარო როგორც ერთი მთლიანი;

მეტეოროლოგია – დედამიწის ატმოსფერო;

პალეონტოლოგია – ნამარხი ცხოველები და მცენარეები;

ფიზიკა – მატერიის მოძრაობის თვისებები;

ქიმია – ნივთიერებათა აგებულება.


მეცნიერება ჩვენს გარშემოა: წყალი , რომელსაც ვსვამთ;
                                                   ჰაერი , რომელსაც ვსუნთქავთ;
                                                   საკვები, რომელსაც მივირთმევთ და სხვ.


    აარჩიე სწორი მენიუ ,რომ შეძლო  გახდე      ჩემპიონი       თამაში

Tuesday, December 1, 2009

სამყაროს შვიდი საოცრება



დააწკაპუნეთ ამ  გზავნილს და თქვენ საინტერესო საიტს ნახავთ, სადაც აღწერილია მსოფლიოს შვიდი საოცრება http://shvidisaocreba.narod.ru/


Saturday, November 7, 2009

მესამე ექსპერიმენტი




 რომელი საერთო ქიმიური რეაქციის ნიშნები ახლავს ბუნებრივ და ჩვენ მიერ გაკეთებულ ხელოვნურ  ვულკანს?












                                       გინდა სახლში დაამზადო ვულკანი?
       თუ კი,გააკეთე
პრაქტიკული სამუშაო:
მიზანი:ქიმიური რეაქციის ნიშნებისა და პირობების შესწავლა.
მასალა:სოდა, ძმარი,პლასტილინი,ჭარხლის წვენი,ჭიქა,კოვზი,ლანგარი.
სამუშაოს მსვლელობა:აიღე ორი ნაჭერი პლასტილინი.ერთი გააბრტყელე და მოამზადე "ვულკანის ძირი".მეორე ნაჭრისგან დაამზადე კონუსის ფორმის მთა.მთის შუაგული ისე ჩააღრმავე,რომ მასში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაეტიოს."მთა" მჭიდროდ მიამაგრე "მთის ძირს" და განიერ ლანგარზე მოათავსე.
  მოამზადე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი ჭარხლის წვენის ნარევი.მოათავსე ნარევი კონუსის ღრუში . ფრთხილად დაასხი ერთი ჩაის კოვზი ძმარი.
დააკვირდი პროცესს.
აღწერე , რა ნიშნები ახლავს ვულკანის "გაცოცხლებას".
                                                             კონკურსი
გადავიღოთ ჩვენი ცდა,დავდოთ ბლოგზე ,დავათვალიეროთ ჩვენი თანაკლასელების მიერ გაკეთებული ვულკანი,კომენტარებით შევაფასოთ ერთმანეთის ნამუშევარი და გამოვამჟღავნოთ გამარჯვებული-შევაფასოთ 10 ქულიანი სისტემით.

მეორე ექსპერიმენტი

დააწკაპუნე


ჩვენი პირველი ექსპერიმენტი

მიზანი: დააკვირდე ნივთიერების გარდაქმნას
მასალა: ორი თეფში,ორი პატარა კოვზი,მარილი,სოდა,ძმარი.

 

სამუშაოს მსვლელობა: აიღე ორი თეფში.ერთ თეფშზე დაყარე ერთი კოვზი მარილი,ხოლო მეორე თეფშზე იგივე რაოდენობის სოდა. თეფშების კიდეზე (ისე რომ მარილს და სოდას არ შეერიოს)დაასხი ცოტაოდენი ძმარი.შემდეგ კოვზით შეაერთე ნივთიერებები ერთმანეთთან(მარილი და ძმარი;სოდა და ძმარი).
აღწერე რა მოხდა პირველ შემთხვევაში და რა მოხდა მეორე შემთხვევაში?
შენი აზრით რომელ თეფშზე მოხდა ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორე ნივთიერებად?
რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს?